კადიროვს არ დაკითხავენ

საქართველო, თბილისი - 2015-05-19 09:44:00

ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჩეჩნეთის პრეზიდენტს მოწმის სტატუსით არ დაკითხავენ. ამის შესახებ მოკლული პოლიტიკოსის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა.  ვადიმ პროხოროვის თქმით, მან საგამოძიებო კომიტეტს 6 ჩეჩენი მაღალჩინოსნის, მათ შორის, რამზან კადიროვის დაკითხვის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უწყებამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.