ესპანეთის პოლიციამ 3 ბასკი აქტივისტი დააკავა

საქართველო, თბილისი - 2015-05-19 09:14:00

მასობრივი არეულობები ბასკეთში. ვოტორია-გასტეიზში პოლიციამ საპროტესტო აქციის 3 მონაწილე დააპატიმრა. სამართალდამცავებმა მომიტინგეთა მასა გაარღვიეს და აქტივისტები ძალის გამოყენებით დააკავეს. მათ ბრალად რადიკალურ დაჯგუფება ეტასთან თანამშრომლობა ედებათ. ეტა ესპანეთში ტერორისტულ ოერგანიზაციად არის გამოცხადებული.