თეირანს ნავთობის ექსპორტის გაზრდის იმედი აქვს

საქართველო, თბილისი - 2015-05-18 09:26:00

თეირანი იმედოვნებს, რომ ნავთობის ექსპორტის  3 თვეში სანქციებამდე პერიოდის მაჩვენებელს მიაღწევს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ როკნედინ ჯავადიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, 3 თვის განმავლობაში ირანული ნავთობის ექსპორტი დღეში 2,3 მილიონ ბარელამდე უნდა გაიზარდოს. დღეისათვის ირანი დღეში 1,9 მილიონი ბარელის ექსპორტს ახორციელებს.