პარტიზანი მებაღეები იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების მოჭრას აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 2015-05-18 08:37:00

"პარტიზანული მებაღეობის" წევრები იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების მოჭრას აპროტესტებენ. საქმე ეხება 11 ახალი კორპუსის მშენებლობას. დღეს 12 საათზე საკრებულოში მშენებლობის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილება. სწორედ ამ დროს გამართავენ საკრებულოსთან აქციას პარტიზანი მებაღეები.