პრინც ჩარლზზე თავდასხმა იგეგმებოდა

საქართველო, თბილისი - 2015-05-15 10:16:00

ირლანდიაში მასშტაბური ტერორისტული აქტი აღკვეთეს. პოლიციამ 6 ეჭვმიტანილი დააპატიმრა, რომლებიც ბრიტანეთის პრინც ჩარლზზე თავდასხმას გეგმავდნენ. მათ საცხოვრებელ ბინებში სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. თავდასხმა პრინც ჩარლზსა და ჰერცოგენია კამილაზე მაისის ბოლოსთვის იგეგმებოდა.