მოსკოვი პოროშენკოს განცხადებას ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 2015-05-14 16:17:00

უკრაინის პრეზიდენტის მიერ გერმანული გამოცემა ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუს მოსკოვის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. საგანგებო განცხადება კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. "პოროშენკოს ბრალდებები ყველანაირ კონკრეტიკასა და დასაბუთებას არის მოკლებული და პოზიტიურ მიზნებს, რა თქმა უნდა არ ემსახურება,"-აღნიშნა პესკოვმა. გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას მოსკოვი მინსკის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დონბასში დღეისათვის 11 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება.