ვაშინგტონი ისლამური სამხელმწიფის მეთაურის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 2015-05-14 09:13:00

შეერთებული შტატები ერაყში ჯიჰადისტთა ლიდერის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავიადარტყმას მეჩეთში მყოფი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური მუსტაფა მუჰამედი ემსხვერპლა ერაყის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, საჰაერო იერიშს მუჰამედის რამდენიმე თანამებრძოლიც ემსხვერპლა.