პაკისტანში თავდასხმას 40-მდე შიიტი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-05-13 12:01:00

მორიგი თავდასხმა პაკისტანში. კარაჩიში შეიარაღებული პირები თავს სამგზავრო ავტობუსს დაესხნენ, რასაც 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა შიიტია. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ ისლამისტურ დაჯგუფებას არ აუღია.