იემენში 5-დღიანი ზავი გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 2015-05-13 10:37:00

იემენში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საუდის არაბეთმა ხუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დროებით შეაჩერა. ზავის რეჟიმი 5 დღის განმავლობაში იმოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ხუსიტები შეთანხმებას დაარღვევენ, მათ წინააღმდეგ ოპერაცია განახლდება.