ოდესაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 2015-05-13 10:17:00

მორიგი ინციდენტი ოდესაში. აფეთქება გვიან ღამით მალოვის ქუცაზე მდებარე ხიდზე მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მილიცია ერთ-ერთ ვერსიად ტერორისტულ აქტს განიხილავს.