კოსოვოში ევროკავშირის მისიის ვერტმფრენი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 2015-05-12 19:21:00

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას აეროპორტთან ევროკავშირის მისიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კოსოვოს მედია-საშუალებები ავრცელებენ.

შემთხვევის შემდეგ პრიშტინას აეროპორტი დროებით დაიხურა.

ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა და ინციდენტის სხვა დეტალები დგინდება.