ნემცოვის ანგარიშს დღეს მისი თანაგუნდელები გაასაჯაროებენ

საქართველო, თბილისი - 2015-05-12 10:34:00

ბორის ნემცოვის თანაგუნდელები სპეციალურ მოხსენებას გაასაჯაროვებენ, რომელზეც ოპოზიციის ლიდერი სიკვდილამდე მუშაობდა. „პუტინი-ომი“ ასე ჰქვია ნემცოვის ანგარიშს, რომელშიც იმ დანაკარგებია აღწერილი, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო ნახა. ანგარიშში ილოვაისკთან რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტზეც არის საუბარი, რაც დღემდე არ გასაჯაროებულა.