კიევი კანადისგან 30 მილიონს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 2015-05-12 09:26:00

კანადამ უკრაინას 30 მილიონი კანადური დოლარი (25 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყო. სოლიდური თანხა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დემოკრატიის განვიტარებასთან ერთად უკრაინისთვის მთავარ პრიორიტეტს დონბასის კრიზისის მოგვარება წარმოადგენს, რაშიც კანადა კიევს  სრულ მხარდაჭერას უცხადებს.