ინდოეთში ხალხით სავსე სამგაზავრო ავტობუსი ხრამში გადაიჩეხა

საქართველო, თბილისი - 2015-05-11 16:26:00

ინდოეთში, ქაშმირის რეგიონში, სამგზავრო ავტობუსი ღრმა ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, 25 კი - მძიმედ დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების” რუსული ოფისი ავრცელებს.

ქაშმირის პოლიციის ინსპექტორის, დანიშ რანას თქმით, ავტობუსის მძღოლმა მკვეთრ მოსახვევში საჭეზე კონტროლი დაკარგა, რამაც ტრაგედია გამოიწვია.