ბაშკირეთში ციხის ბუნტის შედეგად ათობით პატიმარი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 2015-05-11 15:47:00

მასობრივი არეულობები რუსულ კოლონიაში. ბაშკირეთის მე-2 სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. შეტაკებების შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ვითარების სტაბილიზება ციხეში სპეცრაზმის შესვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.