პეტრე პოროშენკო: უკრაინაში 7 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული

საქართველო, თბილისი - 2015-05-08 16:33:00

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში, შეიარაღებულ კონფლიქტს 7 ათასი მშვიდობიანი მცხოვრები შეეწირა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

"ჩვენი მეზობლის აგრესიულმა პოლიტიკამ უკრაინის 7 ათასი ადამიანი შეიწირა, ათასზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. ეს გაეროს მონაცემებია,"- აღნიშნა პრეზიდენტმა უმაღლესი რადას სხდომაზე, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს მიეძღვნა.