აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო მონიტორები შევიდნენ

საქართველო, თბილისი - 2015-05-07 09:32:00

დონბასში საერთაშორისო ინსპექტორთა ჯგუფი შევიდა. სამონიტორინგო  მისია დანიელი, კანადელი, პოლონელი და მოლდოველი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. საერთაშორისო ექსპერტები აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას შეისწავლიან, რის შემდეგაც სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენენ. მისია 2 კვირას გასტანს. ექსპერტები მუშაობას კრემატორსკიდან დაიწყებენ.