9 მაისს მოსკოვში საფრანგეთის პირველი დიპლომატი ჩავა

საქართველო, თბილისი - 2015-05-06 13:16:00

საფრანგეთის დელეგაციას მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. ლორან ფაბიუსი რუსეთის დედაქალაქში 9 მაისს ჩავა. საფრანგეთის პირველი დიპლომატის თქმის, ის წითელ მოედანზე აღლუმს არ დაესწრება და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს.