სიცილიის სანაპიროებთან 40-მდე ემიგრანტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2015-05-05 15:19:00

მორიგი კატასტროფა იტალიის სანაპიროებთან. სიცილიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით რეზინის ნავი ჩაიძირა, რომლის მეშვეობითაც არალეგალი ემიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. უბედურ შემთხვევას 40-მდე ემიგრანტი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სავარაუდოდ ბავშვებიც არიან.