კიევში მილიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-05-04 14:17:00

კიევში ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. არსენ ავაკოვის თქმით, დაკავებულია 3 ეჭვმიტანილი, რომლებსაც ბრალად 2 მილიციელის მკვლელობა ედებათ. შეიარაღებული თავდასხმა კიევში გვიან ღამით განხორციელდა, რასაც 2 სამართალდამცავი ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა.