აშშ პრეზიდენტობის სურვილი ცნობილმა ნეიროქირურგმა გამოთქვა

საქართველო, თბილისი - 2015-05-04 13:29:00

ნეიროქირურგი ბენ კერსონი ამერიკის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. მედიკოსი იმედოვნებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო რჩევნებში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს. 65 წლის ექიმი ამჟამად პენსიაშია. საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ის 4 მაისს დეტროიტიდან იწყებს. რესპუბლიკური პარტიიდან საკუთარი კანდიდატურები უკვე წამოაყენეს სენატორებმა ტედ კრუზმა და რენდ პოლმა.