ქაბულის გენპროკურატურასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

საქართველო, თბილისი - 2015-05-04 13:16:00

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა, გენერალური პროკურატურის შენობის წინ მდგარი ავტობუსის სიახლოვეს, თავი აიფეთქა.

საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ავტობუსში ავღანეთის სახელმწიფო მოხელეები იმყოფებოდნენ.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი - დაიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია ,,თალიბანის” წევრებმა აიღეს.