კიევი სეპარატისტებს ზავის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 2015-05-04 10:18:00

ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასსა და ლუგანსკში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სეპარატისტებმა 56-ჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სამსახური იტყობინება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა შექმნილი სოფელ შიროკინოსთან, სადაც უკრაინული პოზიციები საარტილერიო ჭურვებით იბომბება. ოფიციალური კიევის განმარტებით, უკრაინული მხარე შიროკინოდან სამხედრო ნაწილების გაყვანას არ აპირებს.