ნიუ იორკში პოლიციელს ესროლეს

საქართველო, თბილისი - 2015-05-03 09:05:00

თავდასხმა პოლიციელზე. ნიუ იორკში პოლიციის ოფიცერს ესროლეს. შეიარაღებული თავდასხმა ქუინსის რაიონში განხორციელდა. პოლიციელი თავის არეშია დაჭრილი. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ნიუ იორკში პოლიციელებზე თავდასხმის მე-5 შემთხვევაა.