კასილიასმა სუბისარეტას რეკორდი გაიმეორა

საქართველო, თბილისი - 2015-05-03 08:56:00

მადრიდის რეალის მეკარემ იკერ კასილიასმა პრიმერა დივიზიონში მოგებული თამაშებით ბარსელონას ამჟამინდელი სპორტული დირექტორის, ცნობილი ფეხბურთელის, სუბისარეტას რეკორდი გაიმეორა. სამეფო კლუბის გოლ-კიპერმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 333-ე შეხვედრა მოიგო. რეალმა საკუთარ მოედანზე სევილია 3:2 დაამარცხა. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ტურში რეალი ვალენსიას მოუგებს, კასილიასი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება.