მასობრივი არეულობები სტამბოლში

საქართველო, თბილისი - 2015-05-01 16:14:00

თურქეთის პოლიციამ საპირველმაისო დემონსტრაცია დაშალა. შრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საპროტესტო მსვლელობები ტაქსიმის მოედანზე გაიმართა. კომპარტიის 30-მდე აქტივისტმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რაშიც მათ ხელი სამართალდამცავებმა შეუშალეს. დემონსტრანტთა 150 კაციანმა ჯგუფმა ტაქსიმის მოედანზე შეღწევა ბეშიქთაშის რაიონიდანაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.