ბოლო 24 საათის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სპიკერი ანდრეი ლისენკო იტყობინება. მისივე თქმით, დაჭრილია 2 ჯარისკაციც. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.