ბერლუსკონიმ ოჯახური ბიზნესი უფროს ვაჟს გადააბარა

საქართველო, თბილისი - 2015-05-01 12:00:00

ბერლუსკონების ოჯახური ბიზნესი იტალიის ექსპრემიერის ვაჟმა გადაიბარა. მედია-საკომუნიკაციო ჯგუფს, Mediaset-ს დღეიდან პიერ სილვიო ბერლუსკონი უხელმძღვანელებს. აქციონერებმა ის კომპანიის გენერალურ დირექტორად 29 აპრილს აირჩიეს. ყოფილი გენერალური დირექტორი ჯულიანო ადრეანი კი სარეკლამო კომპანია Publitalia-ს ჩაუდგება სათავეში.