აშშ უკრაინას თავდაცვითი იარაღით მოამარაგებს?

საქართველო, თბილისი - 2015-05-01 11:48:00

აშშ კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგებას მხარი დაუჭირა. საბიუჯეტო ცვლილება უკრაინისთვის 200 მილიონიო დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ინიციატივას ხმა კომიტეტის 60-მა წევრმა მისცა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 2 გამოვიდა. მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ერიკ შულცმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღების შესახებ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.