ბელგიელი ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2015-05-01 10:15:00

ბელგიური საფეხბურთო კლუბის, ლოკერენის მცველი გრეგორი მერტენსი გარდაიცვალა. ფეხბურთელის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მერტენსს 27 აპრილს გენკთან შეხვედრისას გულის შეტევა დაემართა, რის გამოც მატჩი ჩაისალა. ფეხბურთელი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ის ამ დრომდე  კომაში იმყოფებოდა.