კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 2015-05-01 09:37:00

შეერთებული შტატები თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის. შესაბამისი გადაწყვეტილება კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო. კონგრესმენთა გადაწყვეტილებით, თავდაცვის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 40 მილიარდი დოლარით გაიზრდება. პროექტს მხარი 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ 197-მა კონგრესმენმა მისცა. არ არის გამორიცხული, კონგრესის გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა ობამამ ვეტო დაადოს.