კემერონმა დებატების ბოლო რაუნდი მოიგო

საქართველო, თბილისი - 2015-05-01 09:15:00

დევიდ კემერონმა კიდევ ერთი დებატები მოიგო. სატელევიზიო დებატების ბოლო რაუნდში მოქმედმა პრემიერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გაზეთ "გარდიანისა" და ორგანიზაცია IჩM ღესეარცჰ-ის გამოკითხვის შედეგებით, კემერონს ხმა ტელემაყურებელთა 44-მა პროცენტმა მისცა, ლეიბორისტთა ლიდერს, ედ მილიბენდს კი მხარი 38-მა პროცენტმა დაუჭირა. საპარლამენტო არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში 7 მაისს ჩატარდება.