ავსტრიამ ფირტაშის ექსტრადიციაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 2015-05-01 09:02:00

ავსტრიამ ვაშინგტონის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილი უკრაინელი ოლიგარქის, დიმიტრი ფირტაშის ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში არ განხორციელდება. ბიზნესმენი ვაშინგტონის მოთხოვნით ვენაში გასულ წელს დააკავეს და 2 თვის წინ 125 მილიონიანი გირაოთი გაათავისუფლეს. მას ბრალად კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა ედებოდა, რასაც თავად განსასჯელი კატეგორიულად უარყოფდა.