კადიროვი: პუტინს გადადგომის განცხადებით 20-ჯერ მივმართე

საქართველო, თბილისი - 2015-04-30 16:15:00

ჩეჩნეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კრემლის ლიდერს განცხადება 20-ჯერ დაუწერა. ამის შესახებ რამზან კადიროვმა "გოვორიტ მოსკვა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ახალგაზრდობა იზრდება. ეს რეგიონი უფრო მეტად უჭერს ფედერალურ ცენტრს მხარს, ვიდრე სხვა რეგიონები. გგონიათ ჩემთვის ადვილია? სულ მცირე, 20-ჯერ მაინც მოვითხოვე გადადგომა. მე სავარძელს არ ვეჭიდები. დღესაც სიამოვნებით გადავდგები,"-აღნიშნა კადიროვმა.