პოროშენკომ 2014-2015 წლების სამხედრო კონფლიქტს სამამულო ომი უწოდა

საქართველო, თბილისი - 2015-04-30 10:09:00

2014-2015 წლების სამხედრო კონფლიქტს უკრაინის პრეზიდენტმა სამამულო ომი უწოდა. „9 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ასევე, 2014-2015 წლების სამამულო ომის ვეტერანებს, რადგანაც ისინი ჩვენს ქვეყანას აგრესორებისგან იცავენ,“-აღნიშნა პოროშენკომ რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.