უკრაინა ყირიმში მედვედევის ვიზიტს აპროტესტებს

საქართველო, თბილისი - 2015-04-30 09:09:00

კიევმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის მიზეზი ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გახდა. დიმიტრი მედვედევი ყირიმს 27 აპრილს სტუმრობდა. ადგილობრივ ლიდერებთან ერთად მან რეგიონის განვითარების პერსპექტივები განიხილა. მედვედევი სიმფეროპოლში სამხედრო სასაფლაოზეც მივიდა და საბჭოთა მებრძოლების მონუმენტი გვირგვინით შეამკო.