მემარჯვენე სექტორი კიევში მიტინგს აწყობს

საქართველო, თბილისი - 2015-04-29 14:34:00

მემარჯვენე სექტორის აქტივისტებმა კიევში პიკეტი მოაწყვეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ორგანიზაციის 100-მდე მებრძოლია შეკრებილი. ისინი დნეპროპეტროვსკის ოლქში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ. მემარჯვენე სექტორის ბატალიონი გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმმა ალყაში მოიქცია და ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბლოკ-საგუშაგო ჩადგა. მემარჯვენე სექტორის განცხადებით, ხელისუფლება ორგანიზაციის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს.