ირანელი ფეხბურთელი გულშემატკივართან ჩხუბისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-04-29 12:49:00

ირანის ეროვნული ნაკრების მცველს, მუჰამედ რეზე ხანზადეს 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. 23 წლის ფეხბურთელი ირანის ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივართან ჩხუბისთვის დასაჯა. პერსეპოლისის ფეხბურთელი მოწინააღმდეგე გუნდის, ლეკხვის გულშემატკივარს ტრიბუნაზე მიეჭრა და სახეში ჩაარტყა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პერსეპოლისი სტუმრად 3:0 წააგო.