უკრაინელ პოლიციელებს ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ

საქართველო, თბილისი - 2015-04-29 09:29:00

კალიფორნიის პოლიცია უკრაინელი კოლეგებისთვის მომზადების სპეციალურ კურსს ჩაატარებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კიევში უახლოეს ხანებში ამერიკელ ინსტრუქტორთა ჯგუფი ჩავა. ისინი უკრაინაში ერთ თვეს დაჰყოფენ.