ევროკომისიის თავმჯდომარე უკრაინაში ზოგიერთი რეფორმის გაჭიანურებით უკმაყოფილოა

საქართველო, თბილისი - 2015-04-29 09:16:00

ევროკომისიის თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლების  მიერ გატარებულ რეფორმებს აფასებს. საგანგებო განცხადება ჟან-კლოდ იუნკერმა კიევში ვიზიტისას გააკეთა. მისი თქმით, რეფორმები უკრაინაში წარმატებით ტარდება, თუმცა ზოგიერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმის განხორციელება შეფერხებულია. „ზოგიერთი უკვე მხარდაჭერილი რეფორმა სამომავლოდ იდება. ამის შესახებ უკრაინის ლიდერებს უკვე ვესაუბრე,“-აღნისნა იუნკერმა.