იაპონიის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში არ ჩავა

საქართველო, თბილისი - 2015-04-28 11:39:00

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოსკოვში 9 მაისს ჩასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა ესიხიდე სუგამ განაცხდა. მისივე განმარტებით, მთავრობის მეთაურს მაისის დასაწყისში გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, რის გამოც მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვერ დაესწრება. 9 მაისს მოსკოვში იაპონურ მხარეს ელჩი ტიკახიტო ხარადა წარმოადგენს.