ტიმოშენკო გაზის ტარიფის შემცირებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 2015-04-27 09:40:00

უკრაინის ექსპრემიერი და ფრაქცია ბატკივშინას ლიდერი ხელისუფლებისგან გაზის ტარიფის ორჯერ შემცირებას ითხოვს. ამის შესახებ ის საკუთარ საიტზე წერს. „ჩვენ უკვე მივმართეთ მთავრობას შესაბამისი მოთხოვნით. ვიმედოვნებთ, რომ 2 კვირაში მთავრობა ამას გააკეთებს. ამჟამად მთავრობის მიერ დადგენილი ტარიფი კუბამეტრ გაზზე 7897 გვივენს შეადგენს, როდესაც ეს მაჩვენებელი ყველანაირი გათვლით 3505 გრივენს არ უნდა აღემატებოდეს,“-აცხადებს ტიმოშენკო.