ლუცენკო საბრძოლო მოქმედებების განახლების რისკს 80 პროცენტით აფასებს

საქართველო, თბილისი - 2015-04-27 09:18:00

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლების რისკი დიდია. ამის შესახებ ტელეკომპანია „ინტერის“ ეთერში უკრაინის საპრეზიდენტო ფრაქციის ლიდერმა იური ლუცენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ამბოხებულები ძალების კონცენტრაციას ახდენენ და შეტევისთვის მზად არიან.