ისრაელმა ისლამისტთა პოზიციები დაბომბა

საქართველო, თბილისი - 2015-04-27 08:39:00

ისრაელის ავიაციამ სირიის საზღვართან ისლამისტთა პოზიციებზე იერიში მიიტანა. წერტილოვანი დარტყმის შედეგად 3 ტერორისტი დაიღუპა, რომლებიც ებრაული მხარის მტკიცებით, ისრაელის ტერიტორიაზე მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ. ერთი დღით ადრე ისრაელმა ლიბიის საზღვარზე ჰეზბოლას პოზიციები დაბომბა.