ნაზაბრაევი პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 2015-04-27 08:23:00

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები სიურპრიზების გარეშე დასრულდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ნულსულთან ნაზარბაევმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეგზიტ-პოლის მონაცემებით, ნაზარბაევს ხმა ამომრჩეველთა 97,5 პროცენტმა მისცა. პრეზიდენტმა ელექტორატს მაღალი აქტივობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნულსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს უკვე 26 წელია, მართავს.