იტალიაში ალ-ქაიდას ტერორისტები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-04-24 16:37:00

მასშტაბური სპეცოპერაცია იტალიაში. პოლიციამ სარდინიაში ალქაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი 18 პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 2010 წელს ვატიკანში მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ. რამდენიმე მათგანი უშუალოდ ბინ-ლადენისგან იმართებოდა და პაკისტანში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილეობდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ბინ ლადენის დაცვის ყოფილი წევრებიც არიან.