ყირგიზეში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს 7 მაისს აღნიშნავენ

საქართველო, თბილისი - 2015-04-24 12:19:00

ყირგიზეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ნაცვლად 9 მაისისა, 7 მაისს გადმოიტანეს. ამის მიზეზი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გახდა, რომელიც 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. მის გარეშე კი ბიშკეკში აღლუმის ჩატარება შეუძლებელი გახდება. სამხედრო აღლუმი ალა-ტოოს ცენტრალურ მოედანზე 7 მაისს გაიმართება.