ტოკიო ბოდიშს იხდის

საქართველო, თბილისი - 2015-04-22 12:11:00

იაპონიის ხელისუფლება მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყნის მიერ გამოჩენილი აგრესიის გამო სინანულს გამოთქვამს. საგანგებო განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ჯაკარტაში მიმდინარე სამიტზე გააკეთა. მანამდე ოფიციალურ ტოკიოს მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი სისასტიკისთვის ბოდიშის მოხდისკენ ჩინეთი და სამხრეთ კორეა მოუწოდებდა.