მორიგი ტერაქტი ეგვიპტეში. ქაიროში თავს პოლიციის პოლკოვნიკს დაესხნენ. ვაელი ტაჰუნი და მისი მძღოლი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით ადგილზე დაიღუპნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.