ილჰამ ალიევი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს

საქართველო, თბილისი - 2015-04-21 13:58:00

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღონისძიებებს დაესწრება. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა  განაცხადა. აზერ გასიმოვმის თქმით, ალიევმა ვლადიმერ პუტინისგან მიწვევა რამდენიმე თვის წინ მიიღო და ვიზიტზე თანხმობა მაშინვე განაცხადა. უკვე ცნობილია, რომ 9 მაისს მოსკოვში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც ჩავა.